შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ​ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოშიმშილე პატიმრისთვის საჭირო სერვისების გაწევას სრულად შეესაბამება
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ​ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოშიმშილე პატიმრისთვის საჭირო სერვისების გაწევას სრულად შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ​ პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოშიმშილე პატიმრისთვის საჭირო სერვისების გაწევას სრულად შეესაბამება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს დროული მკურნალობა, მეთოდები კი, მისი თქმით, თავად სასჯელაღსრულების სისტემის მიერ შეირჩევა.

„მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მის წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მიღებული, ახლა მსჯავრდებული სააკაშვილის მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების აღსრულება ხდება. თუ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტირება, სათანადო კვლევების ჩატარება და მკურნალობა, მეთოდები კი, თავად სასჯელაღსრულების სისტემის მიერ შეირჩევა. თუ მას სტაციონარული დახმარება დასჭირდება, ის მე-18 დაწესებულებაში განთავსდება, სადაც ყველა სახის კვლევით და მკურნალობით იქნება უზრუნველყოფილი. პენიტენციური სისტემის მე-18 დაწესებულება მოშიმშილე პატიმრისთვის საჭირო სერვისების გაწევას სრულად შეესაბამება. დღეს ციხის მიღმა უფრო მეტი ადამიანია, ვინც მიხეილ სააკაშვილის სისტემის მიერ დაიჩაგრა და მის მიმართ გარკვეული პროტესტის გრძნობა გააჩნია. ციხე სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაა, სადაც მეტი კონტროლია და აქვს მეტი შესაძლებლობა, იყოს უსაფრთხოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი