შალვა პაპუაშვილი -  აბსოლუტურად მიუღებელია ის ტერორის ნიაღვარი და კამპანია, რომელიც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ წამოიწყეს და ამით თავსაც იწონებენ
შალვა პაპუაშვილი - აბსოლუტურად მიუღებელია ის ტერორის ნიაღვარი და კამპანია, რომელიც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ წამოიწყეს და ამით თავსაც იწონებენ

ეს დღეები მიდიოდა ტერორი და ვნახეთ, როგორ არიან ამით დაკავებული „ენჯეოები“, ოპოზიცია. მათ შორის, თავს იწონებენ ამ ტერორის კამპანიით და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. სადმე თუკი კანონის რაიმე დარღვევაა, მათ შორის ვნახეთ კონკრეტული ადამიანები, ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებიც წარწერებს აკეთებენ, შესაბამისი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ მუქარის შესახებ დასმულ კითხვას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „პრობლემაა ის ტერორის ნიაღვარი და კამპანია, რომელიც წამოიწყეს ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“.

„ტერორის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, წამოიწყეს ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“. უმრავლესობის წევრების მიმართ როგორც არის ტერორი, თუკი ოპოზიციის მიმართაც არის, რა თქმა უნდა, ისიც მიუღებელია. ისინი თუ ამბობენ ე.ი. მათი მისამართითაც არის. „ფორმულას“ ტელევიზიაში ხომ ყოველდღე გადის რაღაც, იმის სახლს ეს მიაწერეს, ამის სახლს ეს მიაწერესო. ყველაფერს ვხედავთ, სადაც არის დანაშაული, იქ პოლიცია მოქმედებს. ცემა დანაშაულია, სადაც იყო ფიზიკური ძალადობა, ყველგან არის გამოძიება. გამოძიება დაწყებულია, მათ შორის, იცით, რომ ჩართულები არიან პერსონალურ მონაცემთა სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.