შალვა პაპუაშვილი - აბსოლუტურად ღია და გულახდილი ვართ ჩვენს ურთიერთობებში აშშ-თან და ამერიკელ ხალხთან, ყველაფერი მაგიდაზე დევს
შალვა პაპუაშვილი - აბსოლუტურად ღია და გულახდილი ვართ ჩვენს ურთიერთობებში აშშ-თან და ამერიკელ ხალხთან, ყველაფერი მაგიდაზე დევს

აბსოლუტურად ღია და გულახდილი ვართ ჩვენს ურთიერთობებში აშშ-თან და ამერიკელ ხალხთან, ყველაფერი მაგიდაზე დევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან გაუქმებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელახალი შეთანხმების დადების საშუალებას იძლევა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გულახდილი ჩვენს ურთიერთობებში შტატებთან და ამერიკელ ხალხთან, ყველაფერი დევს მაგიდაზე. შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა პარტნიორობა, ამან, შეიძლება, სარგებელიც მოიტანოს. კერძოდ, არაქმედითი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც, გარკვეულწილად, მხოლოდ ფურცელზე არსებობდა და ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალმხრივად გააუქმა, შესაძლებლობას იძლევა, ხელახლა დავსხდეთ და შევთანხმდეთ ამერიკელი და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო ურთიერთობებზე.

ჩვენ ვთქვით, როგორ ვხედავთ ამ პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა არა ზოგადი ფრაზების, არამედ ორივე მხარის კონკრეტულად გაწერილი პასუხისმგებლობები, გათვალისწინებული უნდა იყოს ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესები, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები, გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელსაც შემდეგ ორივე მხარე კეთილსინდისიერად მიჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.