შალვა პაპუაშვილი – 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 90-მდე მანდატს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის

10:18, 27.10.2024

ხმების 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 პროცენტს, ანუ 90-მდე მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

„მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს „ქართული ოცნების“ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი