შალვა პაპუაშვილი – 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს

10:05, 05.12.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში.

მსგავსი