შალვა პაპუაშვილი – 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნები დამაჯერებლად აჩვენებს საქართველოს ამომრჩეველთა მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
პაპუაშვილის თქმით, „ხალხმა ყველაფერი თქვა“.
„29 აპრილის რიგგარეშე არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) დამაჯერებლად აჩვენებს საქართველოს ამომრჩეველთა მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა, ვემსახუროთ ხალხს უმაღლესი დემოკრატიული მანდატით და ლეგიტიმაციით“, – წერს პაპუაშვილი.
People said it all – by/extraord. elections of April 29 (based on EU-driven electoral reform) powerfully demonstrates the increased support of 🇬🇪’s electorate to the Georgian Dream & its policies. It’s our privilege to serve the people with higher democratic mandate & legitimacy. pic.twitter.com/Uv1pELl7O4
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 30, 2023