შალვა პაპუაშვილი – 21 წელი გავიდა, რაც აშშ-ზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, ყოველთვის მზად ვართ, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოში

16:20, 11.09.2022

21 წელი გავიდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 სექტემბერს დაღუპულ 3000 ადამიანს და მადლობას ვუხდით მათ, ვინც საკუთარი თავი ადამიანებისთვის მსახურებას დაუთმო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოში“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

 

მსგავსი