შალვა ნათელაშვილი - ყველა ანტისახელისუფლებო აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ივანიშვილის სანქცირება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, სხვა ყველაფერი ლაი-ლაი ან ხელისუფლების თამაში იქნება
შალვა ნათელაშვილი - ყველა ანტისახელისუფლებო აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ივანიშვილის სანქცირება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, სხვა ყველაფერი ლაი-ლაი ან ხელისუფლების თამაში იქნება

ყველა ანტისახელისუფლებო აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ივანიშვილის სანქცირება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა ანტისახელისუფლებო აქციის მოთხოვნა უნდა იყოს უპირველესად ოლიგარქ ივანიშვილის საერთაშორისო სანქცირება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა ყველაფერი ლაი-ლაი ან ხელისუფლების მორიგი თამაში იქნება“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.