შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს - გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ
შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს - გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშს“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმაურება. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.

„მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს. ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.

 

დატოვე კომენტარი