შალვა ნათელაშვილი - „ტავ ჯორჯია“ დედამიწაზე კოლონიზაციის უკანასკნელი გადმონაშთია
შალვა ნათელაშვილი - „ტავ ჯორჯია“ დედამიწაზე კოლონიზაციის უკანასკნელი გადმონაშთია

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ ქართული მხარის დაქვემდებარებაში გადმოვა“.  ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საერთაშორისო აეროპორტს უკვე წლებია თურქული კომპანია „ტავ“-ი მართავს, რაც მისი თქმით, დედამიწაზე კოლონიზაციის უკანასკნელი გადმონაშთია.

შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თურქულ კომპანიასთან კონტრაქტს გაწყვეტს და თბილისის აეროპორტი საერთაშორისო ჰაბი გახდება, ტრანზიტიდან მიღებული თანხით კი, ქვეყნის ბიუჯეტი შეივსება.