შალვა ნათელაშვილი - სოციალურად დაუცველებმა იქნებ დაისვენონ ერთი არჩევნები, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა
შალვა ნათელაშვილი - სოციალურად დაუცველებმა იქნებ დაისვენონ ერთი არჩევნები, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა

სოციალურად დაუცველებმა იქნებ დაისვენონ ერთი არჩევნები, ამათი კიტრი, კარტოფილისგან დავისვენოთ, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ობიექტურად უნდა შეხედოს, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი.

„საერთო ჯამში, ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. კიტრს რომ აიღებს კაცი, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ იყო, რომ მე-20 საუკუნეში ევროპაში, ბრიტანეთსა და ცივილიზებულ ქვეყნებში ქონებრივი ცენზი არსებობდა არჩევნების. ადამიანი თუ ეგდო ბომჟად ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. იქნებ ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, ამათი კიტრი, კარტოფილისგან დავისვენოთ. დაისვენონ, არ მოვიდნენ და მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა, მათ აირჩიონ მომავალი ხელისუფლება. 600 ათასი იყო და 200 ათასი ჩამოაკლეს, არჩევნებისთვის ისევ გაზრდიან ბენეფიციარების რაოდენობას, ყველა გავარდება და მისცემს ხმას. რატომ ვაბრალებთ ივანიშვილებს და კიდევ ვიღაცებს ქვეყნის უბედურებას და ტრაგედიებს, როცა ჩვენ ვქმნით მას. სერიოზული რეფორმებია გასატარებელი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.