შალვა ნათელაშვილი - შალვა პაპუაშვილს მივწერე წერილი, რომ პარლამენტში შესასვლელად ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები მომიმზადონ
შალვა ნათელაშვილი - შალვა პაპუაშვილს მივწერე წერილი, რომ პარლამენტში შესასვლელად ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები მომიმზადონ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილს წერილი მისწერა, რომ პარლამენტში შესასვლელად ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები მოუმზადონ.

მისივე თქმით, ასევე ითხოვენ 40-წუთიან სიტყვის უფლებას პარლამენტის ტრიბუნიდან.

„ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ორი დღის წინ წერილი მივწერე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომ მომიმზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში ჩემი შესვლისთვის. ამ წერილის ასლი გავრცელდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან. წერილი მივწერე, რომ გამოკითხვის მიხედვით, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტში შემოსვლაზე, ამისთვის საჭირო იქნება ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხების გადაწყვეტა და დაავალეთ თქვენს აპარატს ამ პრობლემების გადაწყვეტა-მეთქი. ამასთან, ვითხოვთ 40-წუთიან სიტყვას ტრიბუნიდან, მით უფრო, რომ 21 წელი პარლამენტში არ შეგვიშვა არც ერთმა მთავრობამ და ეს გვეკუთვნის. ამაზე კი ოფიციალური პასუხი იყო, რომ საპროცედურო კომიტეტზე უფლებამოსილების შეტყვეტის საკითხს იხილავენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.