შალვა ნათელაშვილი - საზღვარგარეთ გვიცნობენ „ლეიბორისტულ პარტიას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე უცხოელი მეგობრების შეფასება ამ პარტიების ქმედებით განისაზღვრება
შალვა ნათელაშვილი - საზღვარგარეთ გვიცნობენ „ლეიბორისტულ პარტიას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე უცხოელი მეგობრების შეფასება ამ პარტიების ქმედებით განისაზღვრება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის აზრით, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შესულიყო, თუ მას დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სურდა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ იცნობენ მხოლოდ „ლეიბორისტულ პარტიას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ნათელაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციაზე უცხოელი მეგობრების შეფასება ამ პარტიების ქმედებით განისაზღვრება.

„შესაძლოა, ჩემგან მსაჯულობა არ იყოს ობიექტური, მაგრამ ვდგავარ ისევ იმ აზრზე, რომ პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შესულიყო, თუ მას დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სურდა. საქმე უკვე ფინალისაკენ მიდიოდა და საკმარისია, ხელი არ მოეწერათ შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტზე, რომ ამ დროისათვის უკვე გვექნებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ივანიშვილმა ყველა რესურსი აამუშავა, პოლიტიკური, საერთაშორისო, ფინანსური, კლანური, მაფიოზური და ეს სიტუაცია გახეთქა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობაც“ მიჰყვა. ოპოზიციური პარტია გარეთ რომ დარჩენილიყო, პარლამენტი მთლად ლეგიტიმური ვერ იქნებოდა. ეს პატარა ჯუჯა-ჯუჯა პარტიები დიდ ამინდს ვერ ქმნიან. საზღვარგარეთ გვიცნობენ „ლეიბორისტულ პარტიას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოლოს „ევროპული საქართველო“ გაიცნეს. დანარჩენ პარტიებს არ ცნობენ, ამიტომ უცხოელი მოკავშირეებისა და მეგობრების შეფასება პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ამ სამი პარტიის ქმედებით განისაზღვრება. სამწუხაროა, რომ პარლამენტში შევიდნენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.