შალვა ნათელაშვილი - საწვავი აუცილებლად გაძვირდება, რადგან გოჩა ენუქიძეს და სოსო ფხაკაძეს სჭირდებათ მილიონები
შალვა ნათელაშვილი - საწვავი აუცილებლად გაძვირდება, რადგან გოჩა ენუქიძეს და სოსო ფხაკაძეს სჭირდებათ მილიონები

საწვავი აუცილებლად გაძვირდება, რადგან ბიძინა ივანიშვილს სჭირდება თავისი კუთვნილი ფირმა „ლუკოილიდან“, ჩვენი ჯიბეებიდან ამოქაჩული მილიონები საარჩევნო მოსყიდვებისათვის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, საწვავი საქართველოში გაძვირდა იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნაც და ფასებიც პანდემიის გამო საკმაოდ შემცირდა.

„რა თქმა უნდა საწვავი გაძვირდება, რადგან ცნობილ ბენზინ-მაფიოზა გოჩა ენუქიძეს, რაჭა-ლეჩხუმის ვაი მაჟორიტარს, რომლის ხელშია მთელი ეს საწვავი, რა თქმა უნდა, სჭირდება მილიონები, რათა მოისყიდოს ჩვენი, თითოეულის ხმები. საწვავი აუცილებლად გაძვირდება, რადგან სამარცხვინო „ვისოლის“ მფლობელ ფხაკაძეს ასევე სჭირდება მილიონები „ქართულ ოცნებაში“ მისატანად. ამიტომ, გაძვირდა საწვავი იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნილება პანდემიური პროცესების გამოც საკმაოდ დავარდნილია და ბევრ ქვეყანაში საწვავის ფასები განულდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.