შალვა ნათელაშვილი - „სამართლიანი არჩევნები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები არაფერ შუაში არიან იმ მასობრივ გაყალბებასთან, რაც მოხდა
შალვა ნათელაშვილი - „სამართლიანი არჩევნები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები არაფერ შუაში არიან იმ მასობრივ გაყალბებასთან, რაც მოხდა

„სამართლიანი არჩევნები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები არაფერ შუაში არიან იმ მასობრივ გაყალბებასთან, რაც მოხდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შლავა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების უზურპაცია მოახდინა და რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს დამატებითი ნიუანსებია.

„სამართლიანი არჩევნები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები არაფერ შუაში არიან იმ მასობრივ გაყალბებასთან, რაც მოხდა. ეს ყოველგვარი არასამთავრობოების გარეშე ცნობილი და ცხადია. ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების უზურპირება მოადინა. ძალაუფლება მიითვისა და მან მითვისებული უნდა დატოვოს.

არასამთავრობოებს მე არავის არ ვენდობი. ოპოზიცია და ხალხი ითხოვს საარჩევნო სისტემის და მისი ხელმძღვანელობის შეცვლას, ჟვანიას თამადობით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღებას და ახალ არჩევნებს. ამას ხალხი ითხოვს. იქ არასამთავრობო თუ პროსამთავრობო რას ამბობს, ეს დამატებითი ნიუანსებია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში.