შალვა ნათელაშვილი საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩის გამოძახებასა და საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ტვირთების გადაადგილების აკრძალვას ითხოვს
შალვა ნათელაშვილი საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩის გამოძახებასა და საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ტვირთების გადაადგილების აკრძალვას ითხოვს

თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა ის მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ითხოვს, ხელისუფლებამ საგარე საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახოს, ასევე, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე.

„სანამ თურქული ავიახაზების აქციონერი ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია ქვეყანაში ერთპარტიული ტირანიით, ამასობაში, თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა ის მსოფლიო საანგარიშო ქსელში. ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან იმ დროს, როდესაც საქართველოს ასე უჭირს და ისე, როდესაც აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე დაწესებულია სრული საერთაშორისო ეკონომიკური ბლოკადა.

მე კატეგორიულად მოვითხოვ გაკოტრებული ტირანი ივანიშვილსგან, დღესვე გასცეს განკარგულება საკუთარ ხელისუფლებაზე, გამოიძახონ საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის საგანგებო ელჩი, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, ზირაათ ბანკზე და ში ბანკზე, რომელთაც ჩაიდინეს მტრული ქმედება, დაწესდეს საერთაშორისო სანქციები როგორც ეს განსაზღვრულია ამერიკის კანონმდებლობით.

რაც მთავარია, ჩვენ არ გვავიწყდება ტაო-კლარჯეთი, რომელიც თურქეთმა მიითვისა საუკუნეების წინ. ჩვენ არ დავუშვებთ ქართული სახელმწიფოს თურქეთის რეგიონალურ იმპერიად გადაქცევას ამიერკავკასიაში. უკანონო ერთპარტიული პარლამენტის მუშაობიდან მეორე დღეს, თურქეთმა მოახდინა დეფაქტო აღიარება აფხაზეთის დამოუკიდებლობის, მეტი არაფერია ეს იურიდიულად და საერთაშორისოდ. ამას ჩვენ არ მოვითმენთ და ამაზე ექნება ძალიან სერიოზული პასუხი თურქეთის ხელისუფლებას. ექსპორტ-იმპორტი მეორე ხარისხოვანია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუ ანკარა და თურქეთი არ წაიღებენ უკან გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოიყენებენ საქართველოს ტერიტორიას საკუთარი ტვირთების გადასაზიდად, და რახან ვერ გამოიყენებენ, თურქეთის ბიუჯეტი მიიღებს მილიარდიან ზარალს, რის შედეგადაც დაემხობა პანთურქისტი ნეო-სულთან ერდოღანის რეჟიმი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.