შალვა ნათელაშვილი - რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული
რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გრძელდება დიალოგის სერია აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის შუამავლობით, ფასილიტატორობით. რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია, გაგრძელდება ეს, მაგრამ მთავრია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და დამერწმუნეთ, შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი – მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.