შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ცესკო-ში შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის მიხეილ ქუმსიშვილის შეფასებით, ნათელაშვილი არის კანდიდატი, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„დღეს შემოვიტანეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილი იყოს უფრო ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატი. მას აქვს მხარდაჭერა ახალგაზრდებისგან, ასევე სხვა საზოგადოებრივი ფენებისგან, რადგან ყველას გვაქვს გააზრებული, რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც დღეს შეუძლია დაასრულოს და წერტილი დაუსვას ივანიშვილის ოლიგარქიულ სისტემას”, – მიხეილ ქუმსიშვილმა.

დატოვე კომენტარი