შალვა ნათელაშვილი - პოლიტმოუსავლეთში წასული ტრამპის საყვარელი სიძის, კუშნერის უკანასკნელი საჩუქარი ქართველ ხალხს, „ენდიაის“ ე.წ. გამოკითხვა, სამარცხვინოა ეს ყველაფერი
შალვა ნათელაშვილი - პოლიტმოუსავლეთში წასული ტრამპის საყვარელი სიძის, კუშნერის უკანასკნელი საჩუქარი ქართველ ხალხს, „ენდიაის“ ე.წ. გამოკითხვა, სამარცხვინოა ეს ყველაფერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ენდიაის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პოლიტმოუსავლეთში წასული ტრამპის საყვარელი სიძის, კუშნერის უკანასკნელი საჩუქარი ქართველ ხალხს – „ენდიაის“ ე.წ. გამოკითხვა. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – წერს ნათელაშვილი.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.

ასევე, „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი.

კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.