შალვა ნათელაშვილი - პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“
შალვა ნათელაშვილი - პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“

პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პიკეტირებებს, აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„გადაწყვეტილებებს ვიღებთ სრული კონსენსუსით. რომელიმე მხარე თუ არ დაეთანხმება, არ გააკეთებს იმას და დამთავრდება. ამით არაფერი არ იცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პიკეტირებებს, აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“. ვპირდები რეჟიმს, ისინი მშვიდად ვერ დაიძინებენ, ვიდრე არ გაუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ გამოაცხადებენ ახალ არჩევნებს. პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, დაძაბულობა სიტუაციის უკვე იქნება მათ კისერზე და მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო დაამძიმებს“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ, დილით პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.