შალვა ნათელაშვილი - ეშინიათ ერთი დეპუტატის და მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, პოლიტიკური ბოიკოტის გამო უფლებამოსილებას უწყვეტენ
შალვა ნათელაშვილი - ეშინიათ ერთი დეპუტატის და მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, პოლიტიკური ბოიკოტის გამო უფლებამოსილებას უწყვეტენ

მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წევრს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბებისა და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი დასკვნის შესახებ, რომლის თანახმადაც, კომიტეტს მიაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩვენი, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის. ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ივანიშვილი ფრაქციის სახით შეუშვებდა იქ, არჩევნებს არ გააყალბებდა, არ მოახდენდა მასობრივ ფალსიფიცირებას და არ მისცემდა დავალებას, რომ ჩვენი ფეხი არ ყოფილიყო პარლამენტში. ვიდრე ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდი, გაცდენები საპატიოდ მიდიოდა, უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარიც მითხრეს. როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ შესვლა-არშესვლაზე, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, ამჯერად საპროცედურო კომიტეტის დონეზე და აპირებენ ამის პარლამენტში გატანას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.