შალვა ნათელაშვილი - მაიკ პომპეომ ჯერ კიდევ რვა წლის წინ იცოდა, ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა
შალვა ნათელაშვილი - მაიკ პომპეომ ჯერ კიდევ რვა წლის წინ იცოდა, ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა

მაიკ პომპეო სრულად მიიღებს ინფორმაციას იმ ვაკქანალიაზე, რაც ხელისუფლებამ აქ მოაწყო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, პაიკ პომპეომ ჯერ კიდევ რვა წლის წინ იცოდა, „ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა“.

„მაიკ პომპეო სრულად მიიღებს ინფორმაციას იმ ვაკქანალიაზე, რაც ხელისუფლებამ აქ მოაწყო. ამ ინფორმაცის უშუალოდ ჩვენგან მიიღებს თუ თავისი წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღეს ჩვენი მასპინძლები არიან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მან ინფორმაცია იცის და ეს ინფორმაცია იცოდა ჯერ კიდევ რვა წლის უკან, როცა შევხვდი კანზასის შტატშიდან კონგრესმენის რანგში. მან თავიდანვე იცოდა, ვის ხელში ვარდებოდა ქვეყანა. შესაძლებელია, მან ეს ინფორმაცია მიიღოს სრულიად სხვა წყაროებიდან, არანაკლებ კომპეტენტურებიდან.

არ არის გამორიცხული, რომ უცბად დაგვიძახონ შეხვედრაზე, ასეც ხდება. ასე იყო, მაგალითად, ბეიკერის ჩამოსვლის დროს, ასე იყო კონდოლიზა რაისის თბილისში ვოიაჟის დროს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი