შალვა ნათელაშვილი - ნეტარ არიან მორწმუნენი, ასე ვუპასუხებ თალაკვაძეს
შალვა ნათელაშვილი - ნეტარ არიან მორწმუნენი, ასე ვუპასუხებ თალაკვაძეს

სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება არჩილ თალაკვაძემ და მისმა უფროსმა უკვე ჩაიდინეს, როდესაც მოახდინეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, უზურპაცია გაუკეთეს ხელისუფლებას და დაგვიმყარეს დიქტატურა პოლიტიკური დაჭერებით, სპეცოპერაციებით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ამიტომ მათ არამარტო უნდა შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები. ამ შემთხვევას შემიძლია, თალაკვაძეს ვუპასუხო ცნობილი ბიბლიური ჭეშმარიტებით, ნეტარ არიან მორწმუნენი. საიდან არის დარწმუნებული, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ალბათ არჩილ თალაკვაძისა და მისი უფროსობის ნაკლებად დახვეულ ტვინის უჯრედებში უნდა ვეძიოთ, თუმცა მეეჭვება, იქ რამე პოზიტიური ვიპოვოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი