შალვა ნათელაშვილი - მინდა, კელი დეგნანს შევახსენო, რომ მოსახლეობამ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აირჩია არა ერთი, არამედ ბევრი დეპუტატი, რათა დაგვეცვა ხალხის უფლებები
შალვა ნათელაშვილი - მინდა, კელი დეგნანს შევახსენო, რომ მოსახლეობამ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აირჩია არა ერთი, არამედ ბევრი დეპუტატი, რათა დაგვეცვა ხალხის უფლებები

ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ქალბატონს კელი დეგნანს მინდა, შევახსენო, რომ მოსახლეობას „ლეიბორისტული პარტიიდან“ ერთი დეპუტატი არ აურჩევია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები სათანადოდ არ ჩატარდა და ეს საერთაშორისო პარტნიორებმაც დაინახეს.

„მოსახლეობამ აირჩია ბევრი დეპუტატი ჩვენი პარტიიდან, რათა დაგვეცვა ხალხის ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური უფლებები და გვებრძოლა საერთაშორისო არენაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ასევე რუსი ოლიგარქის მიმართაც. შესაბამისად, ეს, რაც ჩატარდა, არ იყო არჩევნები და ამას ხედავდნენ ჩვენი მეგობრებიც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას არ ეთანხმება, რომელის ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს.