შალვა ნათელაშვილი - ხაზარაძე–ჯაფარიძის და „ლელოს“ პოლიტკარიერას დაასრულებენ უსუფაშვილი და სამადაშვილი
ხაზარაძე-ჯაფარიძის და „ლელოს“ პოლიტკარიერას დაასრულებენ უსუფაშვილი და სამადაშვილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უსუფაშვილზე დიდი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში არ ჰყავს.
„ახლა ვუსმენ უსუფაშვილს „ტვ პირველზე“, როგორ ეპატიჟება ოპოზიციას ბრიუსელში ქოცების დელეგაციასთნ ერთად. სამაგიეროდ, ამ ჩემმა უსაყვარლესმა ტელევიზიამ მე დღეს ჩამხსნა იმავე თემაზე პირდაპირი ეთრიდან. მოკლედ, ვფიქრობ ამ პერსონაზე დიდი მოკავშირე ბიძინას პარლამენტში არ ჰყავს. სირცხვილია, სირცხვილი. დაიხსომეთ, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ლელოს პოლიტკარიერას დაასრულებენ უსუფაშვილი და სამადაშვილი. არ გჯერათ? აგერ მე და აგერ თქვენ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.