შალვა ნათელაშვილი - ჰუბერტ ქნირშმა საქართველო უნდა დატოვოს, რადგან ის წარმოადგენს არა გერმანიის ელჩს, არამედ ბერლინის წარმომადგენელს ივანიშვილის სამეფო კარზე
შალვა ნათელაშვილი - ჰუბერტ ქნირშმა საქართველო უნდა დატოვოს, რადგან ის წარმოადგენს არა გერმანიის ელჩს, არამედ ბერლინის წარმომადგენელს ივანიშვილის სამეფო კარზე

ჰუბერტ ქნირშმა უნდა დატოვოს საქართველო, რადგან ის წარმოადგენს არა გერმანიის ელჩს, არამედ ბერლინის წარმომადგენელს ივანიშვილის სამეფო კარზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„გერმანიის ფედერაციის პატივცემულმა ელჩმა უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ 20 ივნისს ახალგაზრდების თვალის დათხრას გულქვად ადევნებდა თვალყურს პარლამენტის ფანჯრიდან, ხოლო შემდეგ ამართლებდა ხელისუფლებას ყველანაირად. მან უნდა მოიხადოს ბოდიში იმაზე, რომ თავის განცხადებებში რუსეთის აგრესიას უძებნიდა გამართლებას, ეს იყო თურმე საქართველოს ბრალიც. მან უნდა მოუხადოს ბოდიში იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პატიმართა გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებული თეზისები უარყო და განაცხადა, რომ სხვა რამეზე იყო იქ საუბარი, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ სიცრუეს. ხოლო ამ ბოდიშის შემდეგ უნდა დატოვოს მან საქართველო, რადგან ის წარმოადგენს არა გერმანიის ელჩს, არამედ ბერლინის წარმომადგენელს ივანიშვილის სამეფო კარზე. ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ხელისუფლების ამოკნავნებულ ბოდიშებს გერმანიის მიმართ, მათ ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, რომ დაპირდნენ და მოატყუეს მილიონ სამუშაო ადგილს, უფასო ფულს, განახევრებულ გადასახადებს,  მაღალ პენსიებს. აი, ამაზე მოუხადონ ბოდიში და გერმანია როგორმე მიხედავს საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას“,- განაცხადა ნათელაშვილმა.