შალვა ნათელაშვილი - პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად ვაშინგტონიდან ჩამოსულ მაღალჩინოსანს ჩვენი პარტიის დევნაზეც რომ გაემახვილებინა ყურადღება, მის მისიას ეს არ დაამცრობდა
შალვა ნათელაშვილი - პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად ვაშინგტონიდან ჩამოსულ მაღალჩინოსანს ჩვენი პარტიის დევნაზეც რომ გაემახვილებინა ყურადღება, მის მისიას ეს არ დაამცრობდა

გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი. მაღალჩინოსან სტუმარს „ლეიბორისტული პარტიის“ დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც რომ გაემახვილებინა ყურადღება, მის უაღრესად ეფექტურ მისიას ეს არ დაამცრობდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა – შერჩევითი.

„კმაყოფილებით გაუწყებთ, რომ ამ დღეებში გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. ვიკიპედიის თანახმად, ეს ბატონი ახლახანს გათხოვილა კიდეც, რასაც მოგვიანებით, მაგრამ მაინც ვულოცავთ. ამასთან, მაღალჩინოსან სტუმარს გარდა პატივცემული გეიპრაიდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან მტკვივნეულ საკითხებზე საუბრისა, ყურადღება რომ გაემახვილებინა „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვასთან და დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნამდვილად არ დაამცრობდა ეს მის უაღრესად ეფექტურ მისიას. უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა შერჩევითი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.