შალვა ნათელაშვილი - ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში
შალვა ნათელაშვილი - ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში

ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მეშვეობით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისგან გირაოს გადახდა სურვილის გამოთქმა, კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“.

„ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში და ეს პიროვნებები, ვინც ამას აცხადებენ სამარცხვინო რამეს ევროპისათვის, ევროკავშირისათვის. ისე დაჩმორდა ევროკავშირი, რომ პუტინის ოლიგარქებს დელი პასკალსა და ალიშე რუსმანოვის ძმაკაცს, დამარბეველსა და ტირანს რომლის ოჯახის წევრებიც დამარბევლად გადაიქცა, იმას ხელს უწობს, რომ გირაო შეიტანოს პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად. ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია, რადგან ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მეშვეობით. რით არის უკეთესი ლუკაშენკოზე, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა? რატომ აქვს სანქციები აბრამოვიჩს, დერი პასკალს? ჰაიდამაკს რატომ აქვს სანქციები ევროკავშირიდან? რა დააშავეს ივანიშვილზე მეტი? იმის მაგივრად რომ ევროკავშირი სანქციებით ემუქრებოდეს, აქეთ ეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად, მე გადავიხდი გირაოსო, რომ შენ უკანალი სუფთა დაგრჩესო. ბატონი მაკრონი ძალიან შეცდა როდესაც მან მიანიჭა საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მათ თუ უნდათ ივანიშვილთან მოკავშირეობა, საქართველო უნდათ, როგორც ტერიტორია, ასე ვერ გამოვა, აქ ხალხია და ეს ხალხი კიდევ იტყვის თავის სიტყვას.

„ევროპის პოლიტელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს. ის კალიულნდი რომაა რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებების კეთებით, ის რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ყავს და მის გვარზეა, შვიდგზის ჩემპიონია ბატნიტონში, ეს არ რის საქართველო ბადნიტონი ქალბატონო მარინა, ეს ფულები რომ მოდის იქ. ადრე მოსკოვში მიდოდა აქედან „სტავკები“, ახლა წავიდა ევროპისკენ და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადნიტონის მოედანი. თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ. ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში, ნუ დავუშვებთ დაშვებულ შეცდომებს, რისი გამოსწორებაც შეიძლება გამოვასწოროთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.