შალვა ნათელაშვილი - „ენდიაის“ კვლევა შედგენილია ტრამპის სიძის, კუშნერის გემოვნებით
შალვა ნათელაშვილი - „ენდიაის“ კვლევა შედგენილია ტრამპის სიძის, კუშნერის გემოვნებით

30 წელია, ოპოზიციის ასეთი მაღალი რეიტინგი არ მახსოვს, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ენდიაის“ გუშინდელი კვლევის შეფასებისას.

„მსოფლიოს პოლიტიკური პრეცედენტებითაც კი, ქართულმა ოპოზიციამ გადადგა შეუდარებელი ნაბიჯი, უარი თქვა, პირად, პარტიულ, ვიწრო, ეგოისტურ ინტერესებზე, არ შევიდა სიყალბის გზით შედგენილ პარლამენტში, ჩააბარა მანდატები და ჩვენს ხალხს ყოველთვის შეუძლია, თეთრის და შავის გარჩევა.

ე.წ. „ენდიაის“ კვლევა ვითომ ჩატარებულია დეკემბერში, როდესაც ბატონი ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმს აპირებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის და მისი სიძე კუშნერი გააგრძელებდნენ არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მართვას, ხოლო კუშნერი დიდად დავალებული გახლდათ ბატონი ივანიშვილისგან, რომლის ასეულობით მილიონი დაბანდდა ამ ბატონის ჯიბეში. აღნიშნული „ენდიაის“ გამოკვლევაც შედგენილია კუშნერის გემოვნებით“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

დატოვე კომენტარი