შალვა ნათელაშვილი - აშშ-ში ტრამპის ეპოქა მთავრდება, შესაბამისად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ლობისტის, ტრამპის სიძე კუშნერის მოღვაწეობაც საქართველოს მიმართულებით
შალვა ნათელაშვილი - აშშ-ში ტრამპის ეპოქა მთავრდება, შესაბამისად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ლობისტის, ტრამპის სიძე კუშნერის მოღვაწეობაც საქართველოს მიმართულებით

აშშ-ში ტრამპის ეპოქა მთავრდება, შესაბამისად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ლობისტის, ტრამპის სიძე კუშნერის მოღვაწეობაც საქართველოს მიმართულებით, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ეპოქა დამთავრდება, შესაბამისად დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ლობისტის, ტრამპის სიძე კუშნერის მოღვაწეობაც საქართველოს მიმართულებით, რომელიც ვფიქრობ, არცთუ უანგაროდ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო დარჩეს რუსი ოლიგარქის ბატონობის ქვეშ.

მაგრამ თვითონაც დაკარგეს ის სავარძელი, რაც ქონდათ ამ პოლიტიკით და აქაც დაკარგავენ იმ სამარცხვინო მოკავშირეს, რომელსაც ასე გადაფარებული მოათრევდა დღემდე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.