შალვა ნათელაშვილი - „აირაი“ უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან
შალვა ნათელაშვილი - „აირაი“ უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან

აირაი“ უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან, ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „აირაი“ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტიორი იყო.

„სწორედ ე.წ. აირაი, მიეყიდა ივანიშვილის მილიარდებს. ეს ორგანიზაცია უნდა წავიდეს აქედან და უნდა ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან. ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა. ამ დასკვნის გამოქვეყნება კი ჩაფურთხებაა ქართველი ხალხის სულში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.