შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას, ხოლო პარლამენტი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს.

„ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს. ამ შენობაში კი მსოფლიო ინოვაციების ცენტრს გავხსნით. აქვე განლაგდება სტარტაპების, ტექნოპარკების და საგრანტო სისტემების დაწესებულებები. აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით”,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

​ნათელაშვილის განმარტებით, პარლამენტი უნდა აშენდეს ცხინვალთან, რათა „დეპუტატებმა ოკუპირებული ტერიტორიები ყოველდღე დაინახონ”

დატოვე კომენტარი