შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის სპეციალური უწყებებისადმი მიმართვას ამზადებს
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის სპეციალური უწყებებისადმი მიმართვას ამზადებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის სპეციალური უწყებებისადმი მიმართვას ამზადებს.

„ამჯერად ჩვენ ვამზადებთ მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენზე და შესაბამის, სპეციალურ უწყებებზე ჩვენი მოკავშირე ქვეყნისა, რათა გაირკვეს, ტრამპის ადმინისტრაციიდან რატომ გაიყიდა საქართველო რუსი ოლიგარქის, პუტინის სატელიტ, ივანიშვილის ინტერესებში და მის გადასარჩენად, რამაც საფრთხე შეუქმნა არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს მთელ რეგიონში. ეს საქმე გამოსაძიებელია, გამოსარკვევია და დამნაშავეები აუცილებლად დასასჯელია.

გული არ გაიტეხოთ, კარდიოგრამასაც აქვს აღმავალი და დაღმავალი წერტილი. ხდება ისტორიაშიც და პოლიტიკაშიც ასეთი რამ, ყველაფერი იქნება კარგად. ივანივილს არ დარჩა მორალურ-პოლიტიკური უფლება, დარჩეს არა მარტო ქართველი ხალხის გულში, არამედ ქართულ მიწაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი