შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დღეს ცნობილ ადამიანებს შეხვდა 
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დღეს ცნობილ ადამიანებს შეხვდა 

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დღეს ცნობილ ადამიანებს შეხვდა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართულობას შეეხო.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში კიდევ დარჩნენ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებსაც საკუთარი შემოქმედება და მიღწევები არ გაუყიდიათ.

“ასეთი ადამიანები ბევრად მეტია, ვიდრე სულგაყიდული 15-ლარიანები და პრემიაზე ამხედრებული კატეგორია. მთავარია, ამ ბევრად მეტმა ერთმანეთი ვიპოვოთ და ქვეყანა დადგება ფეხზე. ძირითადი საუბარი იყო საარჩევნო პროცესში თანამშრომლობისა და კოორდინაციის უფრო დეტალურ ურთიერთობებზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.