შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელით ვითხოვთ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარებას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს
შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელით ვითხოვთ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარებას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს

გაიგზავნა დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, ძირითადად ეს დოკუმენტი ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის მკურნალობას, რომ მოხდეს მის მიმართ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, დოკუმენტები ყველა კანონის დაცვითა და სტანდარტით არის გაგზავნილი.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია და სხვადასხვა სახის დოკუმენტები იქნა მიღებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს ჰუმანიზმი და მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მტკიცებულებები არის ქართველი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების და ასევე არის სახალხო დამცველის არაერთი დასკვნა, მათ შორის ბოლო დასკვნა, რომელიც სასამართლო პროცესების შემდეგ იქნა შედგენილი. მსგავსი ტიპის საქმე სტრასბურგის სასამართლოს, ფაქტობრივად, განხილვაში ჯერ არასდროს ჰქონია. აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვითა და სტანდარტით არის გაგზავნილი, რაც მოითხოვება და ძნელია იმის თქმა, რა ვადებში განიხილავს. ამით აჟიოტაჟის ატეხვას არ ვაპირებთ, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენ არ გვინდა მოლოდინებზე რამე განსაკუთრებული აქცენტის გადატანა. მოგეხსენებათ, სტრასბურგი პრეცედენტული სამართლის სასამართლოა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავად გამოაქვეყნებენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.