შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი შემოვიდა აბსოლუტურად ჯანსაღი და დღეს რა მდგომარეობაშიც არის, ყველა ვხედავთ
შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი შემოვიდა აბსოლუტურად ჯანსაღი და დღეს რა მდგომარეობაშიც არის, ყველა ვხედავთ

წინა პროცესზე დაისვა ბატონ გოლდსმიტთან საკითხი, სადაც მან თქვა, რომ ესაუბრა ბიძამისს, დედამისს, იქ ბავშვობაზეც იყო საუბარი და აღნიშნულია ამის შესახებ ექსპერტის დასკვნაში, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, ეს ადამიანი აბსოლუტურად ჯანსაღი შემოვიდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს.

„გულყრების ეპიზოდებს არ აღიარებენ, მაგრამ ჩვენ ველოდებით, 14-ში უნდა გადმოგვეცეს ვიდეომასალები. ყველამ იცის, როდესაც ექსპერტიზა ტარდება, სტანდარტი არის მარტივი, სვამს დიაგნოზს და შეფასებას აკეთებს იმ პერიოდისას, რა პერიოდშიც ეკითხები. ჩვენი კითხვა ასეთია, როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას აქვს სხვადასხვა მძიმე დაავადება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი არის დემენცია, ეს შეფასება მისცეს. რა თქმა უნდა, ამ კვლევებში გათვალისწინებული იქნა მისი წარსული, ბავშვობის პერიოდი. დაავიწყდათ მაგ კითხვის დამსმელებს, რომ წინა პროცესზე დაისვა ბატონ გოლდსმიტთან საკითხი, მან თქვა, რომ ესაუბრა ბიძამისს, დედამისს. იქ ბავშვობაზეც იყო საუბარი და აღნიშნულია ამის შესახებ ექსპერტის დასკვნაში. ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის, შემოვიდა ეს ადამიანი აბსოლუტურად ჯანსაღი. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი არასდროს ყოფილა. შემოვიდა აბსოლუტურად ჯანსაღი და დღეს რა მდგომარეობაშიც არის, ყველა ვხედავთ. ამიტომ, ეს მხარის ცალსახა მიკერძოებული განცხადებაა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მომდევნო სასამართლო პროცესზე კვლავ დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გაიმართოს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 11-ში დაინიშნა, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ ყოველდღე ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ამხელა დაკითხვების წარმოება, მაგრამ 11-ში კიდევ ვიმსჯელოთ, უახლოესი პროცესები როდის ჩავნიშნოთო. პრინციპში, ორი ხანგრძლივი დაკითხვა დარჩა, ეს არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და „ვივამედის“ რომელიმე ექიმი, დანარჩენი დაკითხვები ასეთი ხანგრძლივი არ არის. 11-ში კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ჩაინიშნოს 12-ში, 13-ში და უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.