შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო
შალვა კერესელიძე - ოპოზიციას ვკითხავდი, რას ვერ იყოფენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით, არჩევნებში მონაწილეობით თურმე ხელისუფლებასთან გარიგებული ვყოფილვართ და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო

არჩევნებში მონაწილეობა რომ მივიღეთ, თურმე ჩვენ ვყოფილვართ ხელისუფლებასთან გარიგებულები და მოღალატეები,. დრო გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი პირიქით იყო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, მისი პარტია ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ემიჯნება.

„ოპოზიციას კითხვას დავუსვამდი: რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ? ჩვენ ამ პროცესებს ვემიჯნებით და არც გვაინტერესებს, რადგან დღეს ჩხუბობენ, შემდეგ რიგდებიან, შემდეგ ვიღაცასთან გაერთიანდებიან და ისევ იყოფიან. ამაზე ამომწურავი პასუხი რომ მიიღოთ, კითხვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ოცნებას“ მიმართეთ, ვისი საშუალებითაც ეს პროცესი კარგად იმართება. ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალური გააკეთა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მუნიციპალიტეტები და მერები ლანგრით მიერთმია საკუთარი პარტიისთვის. არჩევნებში მონაწილეობა რომ მივიღეთ, თურმე ჩვენ ვყოფილვართ ხელისუფლებასთან გარიგებულები და მოღალატეები. რეალურად, დრო გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი პირიქით იყო“, – აღნიშნა კერესელიძემ.