შალვა კერესელიძე - გიორგი გახარიას გუნდს ბოდიშის მოსახდელი ნამდვილად არაფერი აქვს არც თამარ ჟვანიას, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ
შალვა კერესელიძე - გიორგი გახარიას გუნდს ბოდიშის მოსახდელი ნამდვილად არაფერი აქვს არც თამარ ჟვანიას, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ

გიორგი გახარიას გუნდს ბოდიშის მოსახდელი ნამდვილად არაფერი აქვს არც თამარ ჟვანიას, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გიორგი გახარიას და მის გუნდს ბოდიშის მოსახდელი ნამდვილად არაფერი აქვს არც თამარ ჟვანიას, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ. სხვებზე სხვებს ჰკითხეთ, მე მათ მაგივრად პასუხს არ გაგცემთ“, – განაცხადა კერესელიძემ.

საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე დისკუსიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კერესელიძემ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, შეთანხმების მიუხედავად ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კვლავ დაპირისპირებაა.

„ჩვენ თავიდანვე ვაფიქსირებდით, რომ შეთანხმებას, რომელიც შედგა, ბოლომდე მხარს არ ვუჭერდით, მაგრამ იმისთვის,რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დარეგულირებულიყო და ეს პოლარიზაცია დასრულებულიყო, მხარი დავუჭირეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ – როგორც პოზიციამ, ასევე ოპოზიციამ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ისევ დაპირისპირება, ისევ კინკლაობა, ისევ კამათი, ისევ გაუგებრობა, რაც ძალიან ცუდია და სამწუხაროა. საერთო ჯამში, ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პოლარიზაცია დასრულდება“, – განაცხადა კერესელიძემ.