შალვა გოგოლაძე - საქართველოსა და ბელარუსის მატჩის საკითხი 17 მარტს საბოლოოდ გადაწყდება
შალვა გოგოლაძე - საქართველოსა და ბელარუსის მატჩის საკითხი 17 მარტს საბოლოოდ გადაწყდება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში სტუმრად მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ უეფას ერთა ლიგის პლეიოფის მატჩის გამართვის საკითხი საბოლოოდ 17 მარტს გადაწყდება.

„ჩვენი მთავარი სამიზნე არის, რომ ჩვენი მოსახლეობა ვირუსისგან დავიცვათ, თუმცა ასეთი მიდგომა გვაქვს სპორტსმენების მიმართაც. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ უეფას, რომ ეს მატჩი გადაიდოს. ეს საკითხი საბოლოოდ 17 მარტს გადაწყდება“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

სხვა სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოგვარდება გლობალურად კორონავირუსის პრობლემა.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოერევა ამ ვირუსს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო. როგორც კი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოაცხდებს, რომ პანდემია გადავლილია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, იმ წუთიდანვე მოხდება ყველა სპორტული ღონისძიების განახლება. ახლა მთავარია, რომ ეს პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ სერიოზული პრობლემები არ გვქონდეს“, – განაცხადა გოგოლაძემ.