„შალკეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„შალკეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„შალკეს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომლის ვინაობას არ ამჟღავნებენ, კორონავირუსი გამოუვლინდა, – იუწყება Kicker.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანული კლუბი ავსტრიაში, ბაზაზე ვარჯიშობდა და „ვიურცბურგ კიკერსთან“ ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, ეს შეხვედრა გადაიდო.

ავსტრიაში „შალკეს“ 28 ფეხბურთელი იმყოფება, აგრეთვე კლუბის მომსახურე პერსონალი და კორონავირუსი მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა.