„შალკეს“ ფეხბურთელმა კარანტინის პირობები დაარღვია
„შალკეს“ ფეხბურთელმა კარანტინის პირობები დაარღვია

„შალკეს“ ნახევარმცველმა ამინ ჰარიტმა კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზებული კარანტინის პირობები დაარღვია, იტყობინება გერმანული გამოცემა „ბილდი“. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი გელზენკირხენის ერთ-ერთ ბარში შენიშნეს.

„დიახ, ამინმა მართლაც გაისეირნა კლუბში მეგობართან ერთად. ეს შეცდომა იყო, რაც მან უკვე აღიარა. ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით მას სიტუაციის მთელი სერიოზულობა და მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, – განაცხადა შალკეს სპორტულმა დირექტორმა იოჰან შნაიდერმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი მხოლოდ ზეპირი გაფრთხილებით შემოიფარგლა და მოთამაშისთვის ფინანსური სასჯელის გამოტანას არ აპირებს.