„შალკემ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კრისტიან გროსთან თანამშრომლობა შეწყვიტოს, – იუწყება გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ბოლო მატჩი „შალკემ“ „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გამართა და საკუთარ კედლებში გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 1:5. როგორც ჩანს, სწორედ ეს აღმოჩნდა გერმანული კლუბის ხელმძღვანელებისთვის ბოლო წვეთი და წარუმატებელი მწვრთნელის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს.
კრისტიან გროსმა „შალკეში“ მხოლოდ ორი თვე იმუშავა, ჩაატარა 11 მატჩი და თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 0.45 ქულას აგროვებდა.
აღსანიშნავია, რომ გროსი მეოთხე მწვრთნელია, რომელიც სეზონის განმავლობაში „შალკეს“ დაემშვიდობა – კლუბი მანამდე დევიდ ვაგნერმა, ოლივერ ბაუმმა და ჰუბ სტევენსონმა დატოვეს.
გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „შალკე“ ბოლო ადგილზეა და ბუნდესლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.