გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი მანუელ ბაუმი გაათავისუფლა, – იუწყება Kicker.
გამოცემის ინფორმაციით, ბაუმის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ნიდერლანდელი სპეციალისტი ჰუბ სტევენსი დაინიშნა.
ბაუმის დათხოვნის მიზეზი „შალკეს“ მორიგი წარუმატებელი მატჩი გახდა, როდესაც გელზენკირხენელებმა „ფრაიბურგს“ უმასპინძლეს და 0:2 დამარცხდნენ.
„შალკე“ გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა. გელზენკირხენულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი შეხვედრაც არ მოუგია (0-გამარჯვება; 4-ფრე; 8-მარცხი).
2020-21 წლების სეზონში „შალკეს“ სტატისტიკა და ბურთების თანაფარდობა საგანგაშოა – 8 გატანილი და 35 გაშვებული გოლი.