გელზენკირხენის „შალკე“ განიხილავს თავის რიგებში ნიდერლანდელი კლაას-იან ჰუნტელაარის დაბრუნებას, – დაწერა გამოცემა „ბილდმა“. 37 წლის ფორვარდი დღეს „აიაქსში“ თამაშობს, მაგრამ ამსტერდამულმა კლუბმა თავდამსხმელს „შალკესთვის“ სამედიცინო შემოწმების გავლის ნება დართო. მხარეები აფორმებენ დოკუმენტებს გარიგების განსახორციელებლად.
ჰუნტელაარი „შალკეში“ 2010-17 წლებში გამოდიოდა და 175 მატჩში 82 გოლი გაიტანა. ის „აიაქსში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ სეზონის შემდეგ, დაასრულებს პროფესიულ კარიერას.
ორი კვირის წინ, „შალკემ“ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში. თუმცა, გუნდი დღეისთვის ბოლო ადგილზეა გათამაშების ცხრილში.
მიმდინარე სეზონში ჰუნტელაარმა „აიაქსის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.