ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა სუპერბოულის წინ ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა NBA-ის 2021-22 წლების სეზონში უძვირფასესი მოთამაშისა და მომავალი ჩემპიონის შესახებ.
– სეზონი ახლა რომ მთავრდებოდეს, ვინ გახდება უძვირფასესი მოთამაშე?
– მე უპირატესობას ჯოელ ემბიდს მივანიჭებდი.
– თქვენი პროგნოზი ჩემპიონთან დაკავშირებით?
– მე ვიტყოდი „გოლდენ სტეიტ უორიორზს“.