დავით ხოჭოლავას მიერ დონეცკის ”შახტარის” დატოვებისა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით სხვა უკრაინულ გუნდში გადასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები არ დადასტურდა.
დონეცკელთა თავკაცმა პაულო ფონსეკამ საქართველოს ნაკრების მცველი 26-კაციან სიაში შეიყვანა და შეკრებაზე წაიყვანა – 15 იანვარს დონეცკის ”შახტარი” მოსამზადებლად თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში გაემგზავრა.
ხოჭოლავა პირველივე ვარჯიშზე დაშავდა – 24 წლის ქართველ მცველს სამედიცინო დახმარება მოედანზევე აღმოუჩინეს, მაგრამ მოედანი მაინც დატოვა.
დონეცკელთა პრეს-სამსახურის ცნობით, ხოჭოლავას ტრავმას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია. მათივე ინფორმაციით, ქართველი მცველი მსუბუქად დაზიანდა და ვარჯიშებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს.