„შახტარი“ XXI საუკუნეში პირველად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე #1TVSPORT
უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დონეცკის „შახტარი“ გამოეთიშა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას, რადგან მისი ჩამორჩენა ლიდერ კიევის „დინამოსთან“ 10 ქულას შეადგენს.
ეს იმას ნიშნავს, რომ „შახტარი“ ვერ შეძლებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს, რადგან უკრაინას ტურნირზე მხოლოდ ჩემპიონი წარმოადგენს, რომელიც გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.
„შახტარი“ პირველად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ. წლევანდელ სეზონში დონეცკურმა კლუბმა ძირითად ეტაპზე ითამაშა, მაგრამ 27-ე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა.