თურქეთის ქალაქ ანტალიაში, „ქაია ბელექის“ სასტუმროს კორტებზე ქალებს შორის ITF-ის სერიის ტურნირი დასრულდა, რომლის საპრიზო ფონდი 15 000 ევროს შეადგენდა.
ფინალში მეორე ნომრად განთესილი ქართველი სოფია შაფათავა რუს ვარვარა გრაჩოვას ხვდებოდა.
განთესვის ნომრის მიხედვით, ფავორიტად შაფათავა მიიჩნეოდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ რუსმა ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია.სამწუხაროდ, გრაჩოვამ ეს ტრადიცია ფინალშიც გააგრძელა.
პირველ პარტიაში ბრძოლის შემდეგ, რუსმა მეორე სეტში „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 7:5, 6:0 და მთავარი პრიზი მოიგო.
ეს ანტალიაში ჩატარებული ზედიზედ მეორე ტურნირი იყო. შაფათავამ შედეგი გააუმჯობესა, რადგან ერთი კვირით ადრე ნახევარფინალის გავლა ვერ შეძლო.