წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელისთვის სოფია შაფათავასთვის ტურნირი ანტალიაში, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათას ევროს შეადგენს. წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად, შაფათავა მხოლოდ წყვილებში ცდის ძალებს, სადაც მისი პარტნიორია რუსი ალექსანდრა პოსპელოვაა.
სტარტზე ორი მატჩის მოგების შემდეგ, შაფათავამ და პოსპელოვამ ნახევარფინალში ძალიან იოლად დაამარცხეს მესამე ნომრად განთესილი წყვილი – ყირგიზ ქსენია პალკინასა და ამერიკელ შელბი ტელკოტის შემადგენლობით. რუსულ-ქართულმა დუეტმა მეტოქისთვის მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა – 6:3, 6:1.
ფინალში, რომელიც შაბათს გაიმართება, შაფათავა და პოსპელოვა გერმანელ დებს – ტაისია და იანა მორდერგერებს შეხვდებიან, რომლებსაც განთესვის მეორე ნომერი აქვთ.