შაფათავა ამერიკულ ტურნირს ორი მარცხით გამოემშვიდობა

23:06, 06.04.2018

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ​ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჯექსონის ტურნირზე (საპრიზო ფონდი – 25 ათასი დოლარი) გამოსვლა დაასრულა.

ერთეულების პირველ წრეში, შაფათავამ ერთ დროს მსოფლიოს 50-ე ჩოგანი, წყვილებში “დიდი სლემის” ტურნირების ორგზის ჩემპიონი ვანია კინგი (აშშ) დაამარცხა და მერვედფინალში ბელგიელ ტამარინ ჰენდლერთან თამაშის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, ქართველმა მეოთხედფინალში გადასვლა ვერ შეძლო, რადგან ორ სეტში დამარცხდა ბელგიელთან – 6:7(4), 3:6.

ჯექსონში სოფიომ გერმანელ სარა-რებეკა სეკულიჩთან ერთად წყვილებშიც ითამაშა. პირველ მატჩში ქართულ-გერმანულმა დუეტმა ამერიკელები – აკიკო ოკუდა და რონიტ იუროვსკი დაამარცხა ორ სეტში, რის შემდეგაც მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილებს – ჩილელ ალექსა გუარაჩისა და ზელანდიელ ერინ როუტლიფს შეხვდა. დიდი ბრძოლისა და სეტებში დაწინაურების მიუხედავად, შაფათავამ და სეკულაჩმა სამ სეტში წააგეს – 6:2, 3:6, 5:10.

მსგავსი